ვაშაძე: ნახეთ ვინ ჩამოვიდა, პრეზიდენტის სასახლეში ჩაკეტილი სომხეთის პრეზიდენტი

ასე შეაფასა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის ჩამოსვლა.

“დამთავრებულია “ქართული ოცნება”, ყველა  საერთაშორისო ორგანიზაციამ დასცინა ამ ინაუგურაციას. ვინ ყავდათ სტუმრად? აი, ნახეთ ვინ ჩამოვიდა? პრეზიდენტის სასახლეში ჩაკეტილი სომხეთის პრეზიდენტი, დანარჩენი ჩამოვიდა  მინისტრის  მოადგილის დონეზე. არცერთი ნორმალური ადამიანა არ აღიარებს ამ პროცესს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ “კურიერთან”.

შეგახსენებთ, ახალარჩეული საქართველოს პრეზიდენტის სალომე ურაბიშვილის ინაუგურაციას თელავში დაესწრო:

 

• სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი

• საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი (2007-2012 წწ) ნიკოლა სარკოზი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი და და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი

• თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი

• აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი

• სებეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი

• ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი

• ლიეტუვას სეიმის სპიკერი

• პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მინისტრი

• მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი

• თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი

• გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრი

• ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

• ისრაელის კნესეტის (პარლამენტი) ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

• სუამის გენერალური მდივანი

• უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

• ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

• აშშ-დან USAID-ის წარმომადგენელი

• წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი, არქიბიშოპი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად