ვაშაძე: მთელი საქართველო უმუშევარია, ამიტომ კარანტინიდან უნდა გამოვიყვანოთ ერთ კვირაში, ათ დღეში!

” მთელი საქართველო უმუშევარია, ამიტომ ხალხი კარანტინიდან უნდა გამოვიყვანოთ ერთ კვირაში, ათ დღეში”-ამის შესახებ, “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, მთავარი არხის ეთერში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

” ყოველდღე ბიუჯეტში უნდა შედიოდეს გადასახადი. დღეს, გუშინ, გუშინწინ, აღარ შედის ბიუჯეტში თუ შემოსავალზე არ ვიფიქრეთ, საიდან უნდა დავხარჯოთ ფული?! ამხელა რეზერვი სად გვაქვს??! რაც გვაქვს კი ბატონო დავხარჯოთ, კარანტინიდან თუ სწრაფად არ გამოვიყვანთ ხალხს შიმშილი გვემუქრება!!”-ამბობს გიორგი ვაშაძე.

„მთელი საქართველო უმუშევარია, ამიტომ კარანტინიდან უნდა გამოვიყვანოთ მოსახელობა მაქსიმუმ ერთ კვირაში, ათ დღეში,“ – გიორგი ვაშაძე☑ #ძალაერთობაშია #ახალისაქართველო #სტრატეგიააღმაშენებელი

Posted by ახალი საქართველო • New Georgia on ორშაბათი, 23 მარტი, 2020

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად