ვაშაძე: მთავრობაში რომ ვიყო მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხს 1 საათში გადავწყვეტდი

ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის აუცილებლობაზე საუბრობს “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე. ვაშაძის თქმით, მოქალაქეებს სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთები სწორედ ამ გამოყოფილი თანხით უნდა უყიდონ.

“ბიუჯეტს უნდა გამოეყოს ფული, რომ მომხდარიყო ამ ადამიანების ბილეთის ფასის დაფარვა. როგორც ჩანს უფრო მეტი პრობლემა გვაქვს.

იმის გამო, რომ გვჭირდება საკარანტინო ადგილები და სწრაფი დიაგნოსტირების საშუალებები, ეს საკარანტინო ადგილები არ არის მზად, ხელისუფლება ხელოვნურად აჩერებს საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას ქვეყანაში.

მთავრობაში რომ ვიყო ამ საკითხს 1 საათში გადავწყვეტდი. შესაბამისი გადაწყვეტილება, ბიუჯეტიდან სახსრების გამოყო, სწრაფი დიაგნოსტირება, მოქალაქეების დაბრუნება, მორჩა, წერტილი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად