ვაშაძე მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე: მმართველი გუნდისგან არაფერს ველოდები

“საზოგადოება ნაწილი განრისხებულია იმით, რომ პოლიტიკური ვალდებულება მმართველმა გუნდმა უკან წაიღო“,- ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ოპოზიციაში დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ” დაპირება უნდა შეასრულოს

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებიდან არაფერ პოზიტიურს ელოდება.

„ძალიან მინდა ოპტიმისტურად გიპასუხათ, მაგრამ როდესაც არაფერი საფუძველია ოპტიმიზმის, მინდა გიპასუხოთ გულწრფელად – არაფერს ველოდებით. კვლევაში, რომელიც NDI-იმ გამოაქვეყნა, აჩვენებს საქართველოს საზოგადოებს 70% ითხოვს პროპორციულ არჩევნებს. აღარ მახსოვს პროცენტი, საზოგადოება ნაწილი განრისხებულია იმით, რომ პოლიტიკური ვალდებულება მმართველმა გუნდმა უკან წაიღო“, – განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები იანვარში განახლდება. მეხუთე რაუნდის მთავარი თემა, კვლავ პროპორციული არჩევნები იქნება. ხელისუფლების ოპონენტებსა და მმართველ გუნდს შორის მედიატორის როლს კი, საერთაშორისო საზოგადოება შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად