ვაშაძე მმართველ გუნდზე: რას კეკლუცობთ ხალხო?! წადით რა, იმუშავეთ!

” წადით და იმუშავეთ, რა, ტესტები ჩამოიტანეთ”-ამის შესახებ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

გიორგი ვაშაძე მოუწოდებს მთავრობას თავი დაანებონ “ტელევიზიებთან კეკლუცს” და საქმით დაკავდნენ.

“დაამუღამეს ტელევიზიასთან კეკლუცობა, ბრიფინგი ბრიფინგზე, ერთი მინისტრი, მეორე მინისტრი, რას კეკლუცობთ ხალხო?! რა დროს ამდენი ბრიფინგი და შეხვედრებია, წადით და იმუშავეთ, რა, ტესტები ჩამოიტანეთ, რა .

რა მოქცევა და დამოკიდებულებაა საზოგადოებასთან მართლა მაინტერესებს. გონიათ ვერავინ მიხვდება ამ მაიმუნობას, რაც არის. ?”-ამბობს ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად