ვაშაძე: მე არავის სატელიტი არ ვარ, მაქვს პრეტენზია რომ რეალური პოლიტიკოსი ვარ

ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, NDI-ს ბოლო კვლევების მიხედვით, “ახალ საქართველოს” მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა.

“მე არავის სატლიტი არ ვარ. უფრო მეტსაც გეტყვით. “ახალ საქართველოს” NDI-ს კვლევით გვაქვს ყველაზე მეტი ზრდა მხარდაჭერაში. ამას თუ გავუსწორებთ თვალს, კარგი იქნება.

მეორე მნიშვნელოვანი არის ის რომ გაერთიანებული ოპოზიცია სიყალბეს კი არ თამაშობს, გაერთიანებული ოპოზიცია იმ სიმართლეზე ესაუბრება ხალხს, რაც დღეს ქვეყანაშია. მესამე, მიხეილ სააკაშვილი კი არ არის გადაწყვეტილების მიმღები. “ნაციონალური მოძრაობა” იღებს მონაწილეობას გაერთიანებულ ოპოზიციაში.”,-ამბობს გიორგი ვაშაძე.

ამასთან, გიორგი ვაშაძე დასძენს რომ, ის “ნაციონალური მოძრაობიდან” მიხეილ სააკაშვილის გამო არ წამოსულა:

“ნაციონალური მოძრაობიდან” არ წამოვსულვარ მიხეილ სააკაშვილის გამო. ამოიღეთ ჩემი განცხადებები და ნახავთ. მათ შორის, იმ ადამიანიების გამო, რომელიც შეიძლება სხვა პარტიშია ახლა. თუ გაინტერესებთ ამოღეთ განცხადებები…

პირდაპირ გეტყვით, პოლიტსაბჭოს არც მაშინ და მის შემდეგაც, მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიუღია. ეს თქვენთვის შეიძლება ძალიან საოცარება იყოს მაგრამ ეს ასე ხდება. იქ რეალური პოლიტიკოსები არიან “ქართული ოცებისგან” განსხვავებით. ცხვრები კი არ არიან, როგორც დღეს გედევან ფოფხაძემ უწოდა. ერთი ძლიერი ადამიანი ვერ წარმოშვა.. მეც მაქვს პრეტენზია რომ რეალური პოლიტიკოსი ვარ. ასევე ვფიქრობ, რომ გრიგოლ ვაშაძეც რეალური პოლიტიკოსიაა”,-ამბობს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად