ვაშაძე კორონავირუსზე: ახლა კრიტიკის დრო არ არის-მზად ვარ ჩავერთო ნებისმიერ პროცესში

“შეიძლება ბევრი კრიტიკაც ნახოთ, მაგრამ დღეს ამის დრო არ არის. დღეს არის მოქმედების დრო. ყველამ ერთიანად უნდა ვიმოქმედოთ, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ-„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საზოგადოებას კორონავირუსის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

” ჩვენ „ახალი საქართველოს“ გუნდი და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერთვებით ამ პროცესში, პირველ რიგში საინფორმაციო კამპანიაში და თითოეულ მოქალაქეს მივაწვდით ქცევითი წესების ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ პირობებში პასუხისმგელობით.

პირადად მე გამოვიყენებ ყველა საერთაშორისო კონტაქტს იმისთვის, რომ უახლესი ინფორმაცია მყისიერად გახდეს ჩვენთვის ცნობილი და ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე.

მაქვს გამოცდილება ჩემს ჯგუფთან ერთად კრიზისული სიტუაციების მართვის და მზად ვარ პოლიტიკური წინაპირობის გარეშე ჩავერთო ნებისმიერ პროცესში, რაც დღეს ყველას ერთად გვჭირდება. ეს არის დიდი პრობლემა, რომელიც მხოლოდ ერთიანი ძალებით შეიძლება დავძლიოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად