ვაშაძე: კობახიძე გამოირჩევა ცივსისხლიანი ტყუილებით, ის თეთრზე შავს წარბშეუხრელად ამტკიცებს

კობახიძე გამოირჩევა ცივსისხლიანი ტყუილებით, ის თეთრზე შავს წარბშეუხრელად ამტკიცებს, – ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა,

“ხომ იცით, რომ ირაკლი კობახიძე გამოირჩევა ცივსისხლიანი ტყუილებით. წარბსაც არ შეიხრის. არანაირი ემოცია ამ ადამიანის სახეზე არ იქნება, ისე მოიტყუება და ისე დაამტკიცებს თეთრზე შავს. მაგრამ მე ახლა ოპოზიციაზე ვისაუბრებ – როდესაც ქვეყანა ასეთ ურთულეს მდგომარეობაშია, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მართლაც ოპოზიციას ეკისრება. ჩვენ ვიცით, რომ “ქართული ოცნება” უპასუხისმგებლოა, ისევე როგორც ირაკლი კობახიძე უპასუხისმგებლოდ აკეთებს განცხადებებს. მათ არ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ისინი პასიხისმგებელნი არიან გაჭირვებული ადამიანების წინაშე, ეკონომიკურ პრობლემებზე თუ საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე.

ოპოზიციური სპექტრიც ძალიან მრავალფეროვანია და ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ სიტყვებზე არ გამოვეკიდოთ. გრიგოლ ვაშაძის განცხადებებზე იყო უამრავი შეფასება. მე ასე გავიგე თუ ისე გავიგე, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე მაგალითად ავიღებდი ტელეფონს და დავურეკავდი ბატონ გრიგოლს. ამიტომ გავაკეთე დღეს ეს განცხადება, რომ ასეთ წვრილმან საკითხებზე გამოდევნება არ ღირს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით, რომელიც მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას გამოუგზავნეს, განაცხადა: “წერილი შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად