ვაშაძე: კლინიკური იდიოტიზმია, რასაც ვოლსკი და “ქართული ოცნება” ლაპარაკობს

კლინიკური იდიოტიზმი – ასე აფასებს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას, სადაც მან საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

“ვცდილობ ამ პიროვნებას სოკოსავით რომ არის ამოსული შევარდნაძის რეჟიმის მოსახსენიებლად, პასუხი გავცე ისე, რომ პირადული შეურაცხყოფა არ მივაყენო და თან მივანიშნო, რომ იდიოტიზმი რა თქმა უნდა ცოდვა არ არის, მაგრამ ამის ყოველდღე ტელევიზორში დემონსტრირება საჭირო ნამდვილად არ არის, იმიტომ რომე ს არის კლინიკური იდიოტიზმი, რასაც ეს ადამიანი და მასთან ერთად “ქართულ ოცნებაში” გაერთიანებული ხალხი ლაპარაკობს. ზუსტად ასევე ყველას შეუძლია მას უთხრას, ის რომ სახელმწიფოს რომელიღაც სამინისტროში რომ მუშაობდა, მაშინ ის აგრესიები ვისი მოწყობილი იყო, საქართველოს ხელისუფლების?

კოშმარია, რომ ვიღაცა ამ ტიპებს საერთოდ უშვებს ინტერნეტთან, რომ თავის ბოდვა გამოთქვან და რუსეთს კიდევ მიაწოდონ ამუნიცია.ასეთი ხელისუფლება გვყავს რაც გვყავს, აუცილებლად გავყრით ამათ არჩევნების გზით იმიტომ რომ აუტანელია უკვე ამათი მარაზმი“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს გამოაქვეყნა, სადა წერს რომ გმირია ყველა, ვინც 2008 წლის ომში იბრძოდა, სააკაშვილის რეჟიმმა კი წაგებისათვის გასწირა ჩვენი ქვეყანა და მეომრები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...