ვაშაძე: ხვალ შეიძლება მეც არ ვიყო თავისუფალი, შეიძლება სხვა ჩვენი ლიდერებიც არ იყვნენ თავისუფალი

“ხვალ შეიძლება მეც არ ვიყო თავისუფალი, შეიძლება სხვა ჩვენი ლიდერებიც არ იყვნენ თავისუფალი ჩვენი ინფორმაციით, მაგრამ ეს არის განცხადებები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს დიქტატურის დამყარებას ქვეყანაში,“ – განაცხადა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ”ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “კურიერთან”.

„ქვეყანაში მყარდება ოლიგარქიული დიქტატურა, რომლის მიზანია პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება. როგორც ჩანს, ის პროვოკაცია, რაც მათ მოგვიწყვეს ველისციხეში, გათვლილი იყო იმისთვის, რომ სამართლებრივი საფუძველი, როგორმე შეექმნათ საკუთარი თავისთვის, რომ უბრალოდ ციხეში ჩასვან ხალხი. ეს არის და ეს. ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რაც მათ მოაწყვეს, კანონგარეშე ქმედება და დეტალურად ავუხსენით, რატომ იყო კანონგარეშე ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და ეს ყველას კარგად ესმის.

ეს აბსოლუტურად უკანონო ქმედება იყო ამ გზის გადაკეტვა და აბსოლუტურად კანონიერი იყო ჩვენი მოთხოვნა ამ გზის გახსნასთან დაკავშირებით. მაგრამ დღეს ჩვენ ვიღებთ სხვა და სხვა ინფორმაციებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა ორგანოების მხრიდან, ისინი ამზადებენ, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტ საქმეს სხვა და სხვა პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველა მტკიცებულებას ჩვენ ვაცნობთ დიპლომატიურ კორპუსს და ვითხოვთ მათგან ძალიან მკაფიო, მკვეთრ რეაგირებას. ხვალ შეიძლება მეც არ ვიყო თავისუფალი, შეიძლება სხვა ჩვენი ლიდერებიც არ იყვნენ თავისუფალი ჩვენი ინფორმაციით, მაგრამ ეს არის განცხადებები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს დიქტატურის დამყარებას ქვეყანაში,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...