ვაშაძე: ხელისუფლებაში რომ არ ვარ, არ მისმენს “ქართული ოცნება”-არ ქმნის სამართლიან სასამართლოს!

აბა ახლა, ხელისუფლებაში რომ არ ვარ არ მისმენს “ქართული ოცნება”,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, მას სურს, ხელისუფლებაში მოსვლისას სამართლიანი სასამართლო სისტემა შექმნას.

“ხელისუფლებაში იმიტომ მინდა მოვიდე რომ ეს გავაკეთო (სამართლიანი სასამართლო სისტემა), აბა ახლა, ხელისუფლებაში რომ არ ვარ არ მისმენს “ქართული ოცნება” და არ აკეთებს, არ ქმნის სამართლიან სასამართლოს. მინდა სამართლიანი სასამართლო შევქმნა და ამისთვის მოვიდე ხელისუფლებაში.”,-ამბობს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები ე.წ. “შავი სიით” მოქმედებენ. მისივე განმარტებით “შავ სიაში” არიან შემდეგი ოპოზიციური ლიდერები: გიგი უგულვა, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე, ასევე “რუსთვი2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

“შავი სიები შექმნილია. სხვა ქვეყანაში ცხოვრობთ თქვენ?! “შავი სიები” შექმნილია პოლიტიკური ლიდერებით, ჩამოგითვალოთ?! გიგი უგულავა, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე- “შავი სიაა!” დიდი ბოდიში, სწორედ “შავი სიაა” ეს.

ამ “შავი სიით” მოქმედებს დღეს… შავი სია არის სწორედ ის რომ ადამიანები წინასწარპატიმრობაში ჰყავთ, მერე ვეღარ უგრძელებენ, უშვებენ წინასწარი პატიმრობიდან, რატომ დააჩქარეს გავარამიას საქმე?! დიახაც “შავ სიაში” ჰყავთ!წინასწარპატიმრობაში ვერ მოაქცევდნენ იმდენად აბსურდული ბრალდებაა. ახლა უნდათ რომ ციხეში ჩასვან. რატომ დააჩქარეს ნიკა მელია, გიგი უგულავას საქმე?! მე გეუბნებით კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომ “შავი სიით” მოქმედებს ახლა სამართალდამცავი ორგანო.”,-ამბობს გიორგი ვაშაძე.

ამასთან, გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის სია, წაროადგენს იმ პიროვნებების ჩამონათვალს, სადაც თავმოყრილი იქნება “სისტემურად პოლიტიკური დავალებების შესრულებაში შემჩნეული” პირები:

” ჩვენი სია არის “20 ივნისის სია”, ეს არის სია, რომლითაც ჩვენ, საერთაშორისო ორგანიზაციებს ვაწვდით იმ ადამიანებთან დაკავშირებით ინფორმაციას, რომელიც შემჩნეულია სისტემურად პოლიტიკური დავალებების შესრულებაში. მათ შორის ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებთან და ამ საქმეებთან დაკავშირებით, შეიძლება ევროპარლამენტში იყოს განხილვები შესაბამის კომიტეტებში. ისევე, როგორც მანამდე იყო. გიგი უგულავასთან დაკავშირებით რა, რეზოლუცია არ აქვს მიღებული ევროსაბჭოს?! აქვს მიღებული!”,-ამბობს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად