ვაშაძე: ხელისუფლებამ უარი გვითხრა,ევროპის 4 ქალაქიდან უფასო ჩარტერული რეისების განხორციელებაზე

ამის შესახებ გაერთიანებული ოპიზიციის “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

“საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების იდეა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაიყვანა პრაქტიკულ ჭრილში. მოიძია ავიაკომპანია და მოიძია საჭირო სახსრები, რომ ევროპის 4 დედაქალაქიდან განხორციელებულოყო 4 უფასო ჩარტერულო ფრენა.

24 საათის განმავლობაში ხელისუფლება გამოგვეხმაურა კატეგორიული უარით. იმ მოტივით რომ 199 ევროიანი ფრენა სჯობდა უფასოს.

ჩვენს ხელისფულებაში აღარავის არ ახსოვს რომ ეს ადამიანები რომლებიც ბინის, სამსახურის გარეშე დარჩნენ არც 99 ევრო აქვთ და არც 199” – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად