ვაშაძე: ხელისუფლება ისევ თვლის ოპოზიციას მტრად, საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ უნდობლობაა

გუშინ ჩვენი საზოგადოება, კიდევ ერთხელ გახდა მოწმე ისტორიის დამახინჯების მცდელობისა,“ – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რუსთაველის პროსპექტი გადახერგილია ყვითელი ავტობუსებით, ხელისუფლება ისევ თვლის ოპოზიციას მტრად, საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ უნდობლობაა. იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირთან, სადაც ყველა ხელმძღვანელი პირი შეიცვალა, საქართველოს ინტერესების წინ წაწევას ვცდილობდეთ და დღის წესრიგს ვაყენებდეთ ყურადღების ცენტრში, ჩვენ დაკავებულები ვართ ისევ ანგარიშსწორებით.

ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც მოხდა. განცხადებები მოსკოვიდან არ გეგონოთ იზოლირებული ეპიზოდი. ეს ყველაფერი კარგად გააზრებული, მიზანმიმართული, დაგეგმილი საგარეო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება შეკვეცოს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.’,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...