ვაშაძე: ხელისუფლება 7 წელია თავის თავსაც აწვალებს და საქართველოსაც

ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შესახებ ზალკალიანს ტელეეკრანის საშუალებით უნდა ეცნობებინა საზოგადოებისთვის.

“ხელს რა გიშლის რომ გამოხვიდე და ტელეეკრანით შეგვატყობინო და შეგვატყობინო რომ იგეგმება შეხვედრა, ვაპირებ ამა და ამ თემებზე საუბარს. მგონია რომ ეს დრო მოვიდა, ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შევხვდე. არც ის უნდა დამალო რომ შენი ინიციტივით მოხდა შეხვედრა. დასამალი რა არის?!

ეს ხელისუფლება, რომელიც 7 წელია თავის თავსაც აწვალებს და საქართველოსაც, ვერ შეჯერდა რა უნდა. უკაცრავად მეხუთე წერტილით უნდათ ოსკარზე დაჯდომა. არ გამოდის ესე.”,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. დავით ზალკალიანმა აღნიშნა: „სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ლავროვთან შეხვედრა იქნებოდა პირველი შესაძლებლობა, ასეთ დონეზე რუსეთისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად