ვაშაძე: კარგია, რომ კომუნალურების სუბსიდირება მოხდება, მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრებზეც დაიწყეს ფიქრი

კორონავირუსთან ბრძოლისთვისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივების შესახებ შეფასებები უკვე გაკეთდა ოპოზიციაში.

„ახალ საქართველოში“ მთავრობის მომავალ ნაბიჯებს ელოდებიან – პარტიაში დადებითად აფასებენ ხელისუფლების ამ ქმედებას და ამბობენ, რომ ახლა უმუშევრად და უხელფასოდ დარჩენილ მოსახლეობაზე

„კარგია, რომ კომუნალურების სუბსიდირება მოხდება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრებზეც დაიწყეს ფიქრი. ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით რომ დაახლოებით მილიარდ 700 მლნ ლარი იყო ბიუჯეტში მობილიზებული,ამ მიზნით უნდა გამოეყენათ და ველოდებით შემდეგ ნაბიჯებსაც. მე ყოველთვის ბიექტურად შევაფასებ ნაბიჯებს, ფულის ხარჯვაში პირველად გავიგეთ ნორმალური გზავნილი მთავრობის მხრიდან”, – ამბობს გიორგი ვაშაძე “ფორმულასთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად