ვაშაძე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე საუბარი იდიოტიზმია… მელია იჯდა წყნარად, რას ერჩოდნენ?!

“მაშინ საუბარი თავიდან დავიწყოთ. იჯდა ადამიანი წყნარად სხდომათა დარბაზში, ნიკა მელია და პოლიციამ გამოაგდო სხდომათა დარბაზიდან. რას ერჩოდნენ? დეპუტატი სხდომათა დარბაზში უნდა იჯდეს, რა ესაქმებოდა პოლიციასთან”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მელიას კადრებთან დაკავშირებით “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“ჩამოვიდა მელია იქ. მაშინ დემონსტრაციას მოთხოვნები უკვე წამოყენებული ჰქონდა. ვადა მიცემული ჰქონდა ხელისუფლებას, რომელიც სხვათა შორის ორჯერ გადავადდა. ამის შემდეგ ხელებაწეული ადამიანი ამბობს, შევიდეთ პარლამენტში მშვიდობიანადო. ახლა ვერ გეტყვით ამას, რადგან კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ ჩვენი ბევრი მოკავშირის შეფასებით რა პრობლემა იყო პარლამენტში შესვლა?! მეორეც, თუ შეშვება არ უნდოდათ იმ უზარმაზარი ჭიშკრის უკან დაეყენებინათ სპეციალური დანიშნულების პოლიცია”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე, საქმე აღძრულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით და ხელისუფლება ამ მოქმედებებს აღიქვამს სახელმწიფო გადატრიალების შესაძლო საფუძველს, როგორი ემოციაც არსებობს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, – ვაშაძე პასუხობს:

“მაპატიეთ და ეს არის სრული იდიოტიზმი. ისევე როგორც ვითომ მართლმადიდებელი ორგანიზაციის, სინამდვილეში რუსლი ეგიდით შექმნილი ორგანიზაციის საქართველოში დაპატიჟება. ოპოზიციას სად შეეძლო ასე იმპროვიზებულად, ყველა პარტია რომ გაერთიანებულიყო, ამ რაოდენობის მოქალაქის მოყვანა რუსთაველზე”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...