ვაშაძე: ივანიშვილს უნდა საქართველო გადაიფორმოს თავის თავზე,ნორმა და კანონი არ აინტერესებს

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ კანონი ხართ თქვენ, ასე არ იქნება ამ ქვეყანაში,კანონი არის კანონი,რომელსაც უნდა ასრულებდეთ თქვენ. თითოეული პოლიციელი,თითოეული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი უნდა იცადეს კანონს.”,-განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების, “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლმა გიორგი ვაშაძემ.

“მათ დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომლითაც გარანტირებულია შეკრების თავისუფლება, მათ დაარღვიეს ევროკონვენციის მე-11 მუხლი, რომლითაც გარანტირებულია შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლება და დაარღვიეს საქართველოს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ,ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლას, თუ ვინმეს ჰგონია, რომ კანონი ხართ თქვენ, ასე არ იქნება ამ ქვეყანაში,კანონი არის კანონი,რომელსაც უნდა ასრულებდეთ თქვენ. თითოეული პოლიციელი,თითოეული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი უნდა იცადეს კანონს.

ჩვენ მოვისმინეთ შს მინისტრის განცხადება, რომელიც აბსურდულ საკითხებზე საუბრობს, დესტაბილიზაციაზე და რაღაცა ასეთ საკითხებზე, ვინ აწყობდა დესტაბილიზაციას შვილმოკლული მამები? თუ სამოქალაქო სექტორი? არ გაგივათ ეს ყველაფერი. თქვენ გვეუბნებით, რომ კანონი არ ხართ თქვენ, ეს დამთავრდება აუცილებლად და თქვენ ამაზე აუცილებლად მიიღებთ პასუხს.ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას თქვენს გარეშე, ხელისუფლება, რომელსაც არაფერში აინტერესებს კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნა, აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს მოსახლეობისგან არჩევნების გზით.
საქართველოს მართავს ვისწრო პოლიტიკური ჯგუფი ივანიშვილის ხელმძღვანელობით,რომელაც ქვეყნის გადაფორმება უნდა თავის თავზე არ აინტერესებს არც კანონი და არც ნორმა,არც კონსტიტუცია,”,-განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად