ვაშაძე: ივანიშვილიმა იცოდა, რომ კვირიკაშვილ-ქუმსიშვილს ტანდემი იყო კორუფციული

ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გადაცემა“კვირის აქცენტებში“ განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილს ხელში აქვს სუსი, პოლიტიკური პოლიცია. ყველას უსმენს, ყველას აკონტროლებს , ყველაფერი იცის , ყველაფერს გადის დეტალურად. ყველა იცის ვინ ვის რას უდებს ჯიბეში, ვინ ვის აჭმევს , ვინ ვის უხდის.

ძალიან კარგად იცოდა, რომ კვირიკაშვილი-ქუმსიშვილის ტანდემი იყო მთავარი კორუფციული, ასე ვთქვათ ტანდემი სწორედ ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანაში და აძლევდა ყველაფრის შესაძლებლობას.

მაგრამ ნახეთ, რა გააკეთა. იგივე კონსულტანტების რჩევით. მან პირველი აღიარა პრობლემები. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა იმიტომ, რომ უკიდურესად რთული მდგომარეობაა ქვეყანაში, მეორე ეს უნდა დაებრალებინა ვიღაცისთვის და დააბრალა კვირიკაშვილს. მორჩა და დამთავრდა, აქ დამთავრდა გიორგი კვირიკაშვილი",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად