ვაშაძე: ის რომ რუსეთი დატოვებულია სამარცხვინო კომპანიაში, ეს ჩემი დამსახურება

ეს განცხადება გაკეთებულია 2008 წლის 4 აგვისტოს, როდესაც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, საწინააღმდეგოდ იმისა, რასაც ჩვენი ოპონენტები ამტკიცებენ, ყველანაირი ძალისმხევით ვცდილობდით ომი აგვეცილებინა თავიდან და როგორმე დაგვწეყნარებინა მოსკოვი, რომელსაც აგრესია უკვე მომზადებული ქონდა და დიპლომატია ამაში მდგომარეობს სხვა არფერი არ არის, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 2008 წელს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, მედიამ გავრცელებული ინფორმაციას არის ყალბი ახალი ამბავი და რეალურად იქ სხვა კონტექსტზე იყო საუბარი. 

„ბატონი დონალდ ტრამპი პროსკოფერენციებზე ძალიან ხშირად იყენებს ფორმულირებას „ფეიკ ნიუსი“, ყალბი ახალი ამბები, ის რაც ამ სიუჟეტში იყო, ეს არის ყალბი ახალი ამბავი და ამ სიუჟეტის შემქნელს უნდა საქართველო გადააქციოს ნაგვის ყუთად. როდესაც უსინდისოდ იღებს იმას, რაც საბავშვო ბაღში გესმის მოსწავლეებს და ამას ისე აწვდის მაყურებელს გეგონება ომის დროს მოხდა.

4 აგვისტოს არის გაკეთებული და იქ ლაპარაკია იმაზე, რომ გასარკვევია, მაშინ ეს ვინ გააკეთა, თუმცა გასაგებია რუსეთის აგრესია იყო. საქართველოს ხელისუფლებას მოკავშირეებთან ერთად მაშინ 7 აგვისტომდე ქონდა ერთადერთი ამოცანა, როგორმე ომი თავიდან აგვეცილებინა, იმიტომ რომ ცხინვალის რეგიონში არტილერიით დაბომბვა მიდიოდა ქართული სოფლების. ამაზე მუდმივად გვთხოვენ კომენტარს, იმიტომ, რომ სურთ ეს "ფეიკ ნიუსი", რაც შეიძლება ხშირად იყოს ტელევიზორში. პრობლემა არ არის, იგივეს გავიმეორებ ყოველთვი, ომის დროს სად ვიყავი, ომამდე და ომის შემდგომ, არსებობს კადრები და შეგიძლიათ ნახოთ. 

ის რომ რომ ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის საერთაშორისო სტატუსი დღეს ისეთი არის, როგორიც უნდა იყოს და რუსეთი დატოვებულია სამარცხვინო კომპანიაში, როგორიც არის ნაურუ, ვენესუელა, სირია და ნიკარაგუა, ეს მაპატიეთ და მათ შორის ჩემი დამსახურებაა“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მისი თქმით, ამ სიუჟეტის გავრცელებაში ხელისუფლების კავშირს ხედავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად