ვაშაძე: ირაკლი ოქრუაშვილს აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების დაწყებას აანონსებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“საქართველოში დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები. სულ უფრო და უფრო მატულობს პოლიტპატიმრების რიცხვი და ერთ-ერთი მათგანი გუშინ გახდა, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი ძალადობა არ დაუგეგმია, არავითარი კონსულტაციები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არ დაუგეგმია და მონაწილეობა მასში არ მიუღია.

აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას დაატეროროს ოპოზიცია და ასე სათითაოდ ამოაძროს ოპოზიციიდან ის ხმები, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ნორმალური განვითარების გზას იცავენ,“- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...