ვაშაძე: გინდა ბრალდებული ვიყო, გინდა – მოწმე, არავითარი პრობლემა არ მაქვს, წყნარად ველოდები

ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად შესაძლებელია, 20-21 ივნისის საქმეზე მისი მოწმის სტატუსი ბრალდებულის სტატუსით შეიცვალოს.

“ყველაფრის მოლოდინი მაქვს იმიტომ, რომ პროკურატურამაც და ე.წ. ხელისუფლებამაც პირველივე წუთიდან განაცხადეს, რომ გამოძიება საქმეს იქით წაიყვანს, თითქოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო და თითქოს ბატონმა გახარიამ და მისმა კოლეგებმა ქვეყანას საშინელი საფრთხე ააცილეს.

მოწმის სტატუსი შეიცვალოს ბრალდებულის სტატუსით? დღევანდელ საქართველოში ყველაფერი შესაძლებელია, არავითარი პრობლემა არ მაქვს. წყანარდ ველოდები, გინდა ბრალდებული ვიყო, გინდა – მოწმე. 20-21 ივნისის ამბავში ჩვენ ყველა აბსოლუტურად მართალი ვართ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს ისტორიაში წყალგამყოფი გაჩნდა ჩვენი ახალგაზრდების სახით, რომლებმაც ჯანმრთელობა დაკარგეს დ ამათი სიცოცხლეც კი საფრთხის ქვეშ იყო,“ – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად