ვაშაძე გახარიას: იქნებ რას გეუბნები, კაცო! შედგეს რაღაც ფორმატი, მოსაზრებები გავაზიაროთ!

იქნება რას გეუბნებით, კაცო! იქნებ რა გამოსავალს გეუბნებით!”-ამის შესახებ, “ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

გიორგი ვაშაძე, საქართველოს პრემიერს, გიორგი გახარიას მიმართავს, შედგეს ისეთიი ფორმატი, სადაც ერთმანეთს მიმდინარე მოვლენებზე მოსაზრებებს გაუზიარებენ:

“გახარიას ვეუბნები, ნუ ხო შეიძლება არა, რაღაც ფორმატი შედგეს, გავუზიაროთ მაინც ერთმანეთს მოსაზრება, იქნება რას გეუბნებით, კაცო! იქნებ რა გამოსავალს გეუბნებით!”

გიორგი ვაშაძე მოითხოვს, ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქმედითუნარიან ნაბიჯებს გადადგამს. მისი თქმით, მთავრობამ საქართველო შიმშილის ზღვარზე დააყენა.

“ჯერ გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა, ახლა აპირებენ მუშაობას კრიზისულ ბიუჯეტზე?! ასე ხომ არ შეიძლება?! ჩვენ რასთან გვაქვს საქმე? ხელისუფლებასთან თუ ვიღაც უცოდინარ ადამიანებთან. მოვითხოვოთ ჩამოყალიბდეს ფართომასშტაბიანი სამუშაო ჯგუფი. არ ეშველება ამ ადამიანების ხელში. ჯერ გააჩერეს ბიზნესი, უმუშევარი დატოვეს ხალხი, სახლში გამოიკეტეთო, შიმშილის ზღვარზე დატოვეს ადამიანები! ახლა აპირებენ ანტიკრიზისული ბიუჯეტის შექმნას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად