ვაშაძე: ეროვნული თანხმობა გვჭირდება იმისთვის, რომ მივუტევოთ და ვაპატიოთ ერთმანეთს

ეროვნული თანხმობა გვჭირდება იმისთვის, რომ მივუტევოთ და ვაპატიოთ ერთმანეთს და ყველა ერთად დავდგეთ და ქვეყანა ავაშენოთ.”,-ახალი საქართველოს”ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ანგარიშსწორება წარსულს უნდა ჩაბარდეს.

“აღმშენებლობა ვერ იქნება, თუ არ იქნა ეროვნული თანხმობა. ეროვნული თანხმობა გვჭირდება იმისთვის, რომ მივუტევოთ და ვაპატიოთ ერთმანეთს და ყველა ერთად დავდგეთ და ქვეყანა ავაშენოთ. ვიცხოვროთ ნორმალურ, სამართლებრივ, კანონის უზენაესობის მქონე ქვეყანაში, სადაც ერთადერთი საზრუნავი იქნება როგორ გამოვიყვანოთ ხალხი გაჭირვებიდან და როგორ დავაყენოთ ფეხზე ქვეყანა და არა პოლიტიკური კინკლაობა და პოლიტიკური ანგარიშსწორება,” – ამბობს ვაშაძე “მთავარ არხთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად