ვაშაძე: ჩვენ კონსულტაციები გვექნება სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ვინც არ შედის გაერთიანებულ ოპოზიციაში

“ჩვენ გვექნება კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ვინც არ შედის გაერთიანებულ ოპოზიციაში, რომ მათი მოსაზრებებიც ვიცოდეთ და ჩვენი სამოქმედო გეგმას უკვე საბოლოოდ, გავაცნობთ მთელ საქართველოს,“ – -განაცხადა მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“გვექნება ჩვენს მხარდამჭერებთან შეხვედრა, რომლებსაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს. გვექნება მსჯელობა სამოქმედო გეგმაზე. რაც მთავარია, მანამდე შევაჯამებთ საუბნო მონაცემებს, შევაჯამებთ ყველა იმ შედგეს, რაც იყო არჩევნების თვალსაზრისით და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვექნება კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ვინც არ შედის გაერთიანებულ ოპოზიციაში, რომ მათი მოსაზრებებიც ვიცოდეთ და ჩვენი სამოქმედო გეგმას უკვე საბოლოოდ, გავაცნობთ მთელ საქართველოს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის,საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე 3 513 729 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 20:00 საათის მონაცემებით 1 975 845 ამომრჩეველი მივიდა, რაც 56.23 %-ია.ცესკოს ინფორმაციით დათვლილია უბნების 97.44% – ზურაბიშვილი 59.6 %, ვაშაძე 40.4 % აიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად