ვაშაძე: ჩვენ ახლა უბრალოდ ”შავ ხვრელში” ვასხამთ ამ ფულს, რატომ?! იმიტომ, რომ ვმკურნალობთ რას, მომაკვდავ ადამიანს

პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაავადების დროული პრევენცია არ ხდება.

როგორც გიორგი ვაშაძემ განმარტა, ამჟამად ფინანსები ე.წ  შავ ხვრელში იხარჯება, რადგან მაგალითად, სიმსივნის შემთხვევაში, მკურნალობის კურსი უკვე მომაკვდავ ადამიანს უტარდება.

“საყოველთაო ჯანდაცვის მთავარ პრობლემაზეც გეტყვით, მაგრამ მთავარი საკითხი, რაზეც დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში ყურადღება გამახვილებული არ არის, პირველი, ეს არის პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. მეორე, ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ეს არის პრევენცია, ანუ არ მკურნალობ ავადმყოფს, არამედ სანამ ავადდება ადამიანი, მანამდე ვერევი ამ ყველაფერში, რაზეც დასავლური პრაქტიკა არის და დასავლეთს უკვე მიემართება აბსოლუტურად ყველაფერი.

ნაცვლად იმისა, რომ ფინანსური უკვე გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ამ მიმართებით დახარჯულიყო, ჩვენ ახლა უბრალოდ ”შავ ხვრელში” ვასხამთ ამ ფულს, რატომ?! იმიტომ, რომ ვმკურნალობთ რას, მომაკვდავ ადამიანს. მაგალითად, ადამიანს რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიოთერაპია მიიღოს და ვიცით, რომ ამან შეიძლება 6 თვით გაუხანგრძლივოს ეს ცხოვრება, მაგრამ არ ვხარჯავთ იმის ნახევარ ფულს იმაზე, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს და არ მივიდეს სამკურნალოდ აქამდე. აი, ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია, რომ თითოეულ ადამიანთან მიმართებაში მაქსიმალურად იყოს ყურადღება გამახვილებული საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, რომ იქამდე ვუმკურნალოთ, სანამ ადამიანი გადასარჩენ პირობებში მივა, რაც უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს.

ყველაზე ძვირი ის არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს უბრალოდ, რომ ვეღარ ვუშველოთ, სანამ ამ დონემდე მივა, მანამდე ვუმკურნალოთ. საბიუჯეტო სახსრები ამისთვის არის, რომ მაქსიმალური ინექცია უნდა გავაკეთოთ იქ, სადაც მეტი პრევენციაა, რომ პირველ რიგში, დავზოგოთ ადამიანის სიცოცხლე და ასევე რესურსები, რომელიც ამასთან დაკავშირებით იხარჯება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად