ვაშაძე: ჩვენ ადგილების და მანდატების რაოდენობით არ ვვაჭრობთ

 „ქართულ ოცნებას“ გარკვეული დათქმებით, ახალი პოზიცია აქვს – 110/40-ზე.

ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს დიპლომატების, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საქართველო რეალურად დგას საგარეო იზოლაციის საფრთხის წინაშე „ქართული ოცნების“ გამო, თავხედური ქმედებების გამო, რასაც ისინი აკეთებენ და ეს აბსოლუტურად გულწრფელი შეშფოთებაა, როგორც დიპლომატიური კორპუსის, ისე ყველასი და ეს ოპოზიციის საზრუნავიც უნდა იყოს.

“გარკევეული  სიახლეები ამ დისკუსიაში, რომელიც არ დასრულებულა, ნამდვილად არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ახლა გვეუბნება, რომ 110/40-ზე არის ჩვენი პოზიციაო, რაღაც გარკვეული დათქმებით. მე ძალიან მარტივი გზავნილი მაქვს, რომ ჩვენ ადგილების და მანდატების რაოდენობით არ ვვაჭრობთ. ჩვენ ვამბობთ ერთადერთ რამეს – 40%-ზე ნაკლები თუ აქვს მხარდაჭერა პოლიტიკურ ძალას, მას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ უმრავლესობა ჩამოაყალიბოს, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ პროპორციულის მისწრაფება. შეიძლება, ამ შემთხვევაში გარკვეული თავისუფალი კენჭისყრა მაინც იყოს ოპოზიციის მხრიდან, მaგრამ ამავე პაკეტში გვერდზე არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეჩერება. ეს არის ოპოზიციის პოზიცია. ოპოზიცია ერთიანია და არაფერი შეცვლილა“, – განაცხადა გიორგი  ვაშაძემ და აღნიშნა, რომ სისტემა 110/40-ზე მისაღები ვერ იქნება.

„110/40, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, ვერ იქნება მისაღები, რადგან 110/40-ზე არ ითვალისწინებს მისწრაფებებს პროპორციული არჩევნებისა. თუმცა ისინი საუბრობენ, რომ კიდევ დამატებით რაღაც კომპონენტებს შეიტანენ. ოპოზიცია მოისმენს, რა არის დამატებით სხვა კომპონენტები. ჩვენ ხალხს ვერ მოვატყუებთ“, – განაცხადა  გიორგი ვაშაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად