ვაშაძე: ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური აქტივობა და მეორეს მხრივ პუტინის თანდასწრებით სიმღერა

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” წევრმა და “ახალი საქართველოს” დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან პაატა ბურჭულაძი მიერ სანკტ-პეტერბურგში რუსეთის ოფიციალური პირების წინაშე გამოსვლას გამოეხმაურა.

“ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ეს ფაქტი, ძალიან ვწუხვარ და პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის მსგავსი რამ ყოველთვის მიუღებელია პოლიტიკური აქტივობა და მეორეს მხრივ პუტინის თანდასწრებით სიმღერა. ძალიან ვწუხვარ და ვითხოვ განმარტებას მისი მხრიდან რასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, სანკტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესრებოდა, პაატა ბურჭულაძემ იმღერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად