ვაშაძე: ბოქლომები დასაწყისია, ჩვენ ნერვები და გამძლეობა აუცილებლად გვეყოფა

ჩვენ აქ ვართ, ვერაფერი დაგვღლის ხომ იცით ენერგიულები ვართ”- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” წევრმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც პარლამენტის შენობაში შესასვლელებს ბოქლომები დაადეს და მიმდებარედ კარვები გაშალეს.

“ბოქლომები დასაწყისია წინ კიდევ ბევრი რამ იქნება. გეგმა და სია გრძელია. ჩვენ ნერვები და გამძლეობა აუცილებლად გვეყოფა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე მგონი დეპუტატები არ უნდა მოვიდნენ პარლამენტში, მე მათ მოვუწოდებ რომ არ მოვიდნენ პარლამენტში. ნუ დაძაბავენ სიტუაციას”-ამბობს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად