ვაშაძე: ბედნიერი იყო ხალხი, ბევრი მირეკავს, მართლა მოხდა შეთანხმებაო?!

ბევრი მირეკავს მართლა მოხდა შეთანხმება?! მართლა შეთანხმდით?!- ამის შესახებ, „ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, სადაც საარჩევნო შეთანხებაზე ისაუბრა.

” ქუჩაში დავდიოდი, ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა, მხვდებოდა, იმდენად ბედნიერი იყო ხალხი სიტყვა “შეთანხმება” რომ გაიგონა. იმდენად მოულოდნელი იყო ყველასთვის. თითქოს იმდნად რადიკალური იყო პროცესი, შეთანხმება ვერ მოხდებოდა. ეს არ ვიცი, საერთო საზოგადოების პოზიტივის მომტანი აღმოჩნდა.

ბევრი მირეკავს მართლა მოხდა შეთანხმება?! მართლა შეთანხმდით, ეს ძაან მნიშნვლეოვანი იყო”-ამბობს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვერების მეოთხე რაუნდის შემდეგ, საარჩევნო მოდელზე შეთანხმება შედგა.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.

როგორც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, დავით უსუფაშვილი ამბობს, საარჩევნო სისტემის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვერების მეოთხე რაუნდის შემდეგ განცხადება გააკეთეს მოლაპარაკებების ფასილიტატორებმაც, სადაც ვკითხულობთ ” შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას ის და უზრუნველყოს მისი წარმატებით მიღება პარლამენტში”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად