ვაშაძე: არც “კომუნისტური პარტია” ვართ და არც “ოცნება”, რომ ხუხაშვილის და ნაცვლიშვილის მესიჯებით ვილაპარაკოთ

“ჩვენ არც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია ვართ და არც ქართული ოცნება, რომ ყველამ ხუხაშვილის და ნაცვლიშვილის დაწერილი მესიჯებით ვილაპარაკოთ”, – ასე უპასუხა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსის” წამყვანის კითხვას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ, რომ მას და მიხეილ სააკაშვილს განსხვავებული პოზიციები ჰქონდა და რა ფორმით ჩაერთვება მესამე პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიაში. 

“ყველას ჩვენი მოსაზრება გვაქვს, მაგრამ როდესაც საქმე შეეხება პროგრამას, ჩვენ ამ პროგრამაზე ვჯერდებით. სააკაშვილი არ მომწონსო, ერთ რუსულ გამოთქმას მაგონებს, რომ ტოლსტოი არ მომწონსო და მეც არ მომწონს სანამ მის კითხვას არ დავიწყებო. სააკაშვილი სანამ არ მოგწონს, სანამ არ გაიხსენებ, რა გააკეთა მან ამ ქვეყნისთვის, რა ჩაიბარა და რა დატოვა. 7 წელია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია. ხრავენ და ბოლომდე ვერ გამოხრეს ის, რაც დატოვა წინა ხელისუფლებამ ჩვენი შეცდომების და ზოგიერთი ქმედებების გათვალისწინებით”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად