ვაშაძე:არჩევნების პირველიდან მეორე ტურამდე რაც ვიხილეთ ალბათ,მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა

“რაც შეეხება თვითონ საარჩევნო მდგომარეობას, ალბათ პირველი ტურიდან მეორე ტურამდე, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ სააღჩვნო პერიოდში, ეს ალბათ მსფოლიო სახელმძღვანელოებში შევა”,-განაცხადა მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ საქართველომ დღეს უნდა აირჩიოს, მართლაც სრულიდან ახალი მომავალი, უნდა დავიწყოთ ახალი ფურცლიდან განვითარება, უნდა დავიწყოთ ის რომ ხელისუფლება ზრუნავდეს ხალხზე და არ იყოს ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში.რაც შეეხება თვითონ საარჩევნო მდგომარეობას, ალბათ პირველი ტურიდან მეორე ტურამდე, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ სააღჩვნო პერიოდში, ეს ალბათ მსფოლიო სახელმძღვანელოებში შევა, წინასაარჩვნო პროცესის აი, ესეთი უდიერად მოპყორბა კანონთან, ყველაფრის დარღვევა აბსოლუტურად, რაც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი ოპონენტებისგან.

მაგრამ ჩვენ მშვიდად, წყანარად მივედით მეორე ტურამდე. მე მთავრი, რასაც მოვუწოდებ თითოეულ ამომრჩეველს, მოდით საარჩევნო უბანზე, მიიღეთ მონაწილეობა, იმიტომ რომ თქვენი ბიულეტინი წყვეტს, როგორ საქართველოში ვიცხოვრებთ, ეს უნდა გვახსოვდეს აბსოლუტურეად ყველას და მე იმედი მაქვს, რომ ყველანი მოხვალთ და მაქსიმალურად მიიღებთ მონაწილეობას,”- განაცხადა, გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად