ვაშაძე: არ ვაპირებ სააკაშვილის ყველა გამოსვლა ვაკონტროლო, მას თავისი განაცხადი აქვს

“გაერთიანებულ ოპოზიციაში თაკო ჩარკვიანის და მიხეილ სააკაშვილის ხმას ერთი წონა აქვს”,-ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილს ცალკე აღებული ხმა არ აქვს. არსებობს წესდება, რომელზე დაყრდნობითაც მიიღება გადაწყვეტილებები.

“არც მიშა უნდათ და არც ბიძინა და მაინც მიშას ვთავაზობთ ტყუილია. მიშა სააკაშვილი არც პრემიერობის კანდიდატია, არც პარლამენტის წევრობის კანდიდატია. მიხეილ სააკაშვილს აქვს თავისი განაცხადი. გაერთიანებულ ოპოზიციაში, გადაწყვეტილებები მიიღება აქ. მე ახლა უკაცრავად, მიხეილ სააკაშვილის ყოველ გამოსვლას ვერ გავაკონტროლოებ და არც ვაპირებ გავაკონტროლო”,-ამბობს ვაშაძე

ჟურნალისტის კითხვაზე “არ გგონიათ რომ ეს ისეთივე სიყალბეა, როგორც ის რომ დაჩი ბერაიამ ჩააგდო პროპორციული არჩევნები, რომ ბაჩუკი ქარდავას და მიხეილ სააკაშვილს ერთი დაიგივი წონა აქვთ მათ ხმებს. ეს სიმართლეა” რაზეც ვაშაძე პასუხობს:

“გაერთიანებულ ოპოზიციაში არსებობს წესდება. თაკო ჩარკვიანის და მიხეილ სააკაშვილის ხმას ერთი წონა აქვს. “ნაციონალური მოძრაობის” რომელსაც წარმოადგენს გრიგოლ ვაშაძე და თაკო ჩარკვიანის ხმა. მიხეილ სააკაშვილს ცალკე აღბული ხმა არ აქვს გაერთიანებულ ოპოზიციაში. ამას უნდა მივეჩვიოთ.”,-ამბობს ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად