ვასაძის მორიგი მუქარა: ჩვენი ამოცანაა პოლიციის კორდონი გავარღვიოთ და გარყვნილების პროპაგანდიტები გავათრიოთ!

ლევან ვასაძე ხვალ დაგეგმილი “პრაიდის” თემას მორიგი ვიდეომიმართვით ეხმაურება და იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში პოლიციის კორდონს გაარღვევენ და პრაიდის ჩატარების უფლებას არავის მისცემენ.

ე.წ. პრაიდის თარიღი გაცხადებულია და რა თქმა უნდა, ეს პრაიდი არ შედგება, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ 10:00 საათზე ვერის ბაღში შეიკრიბებიან, რათა წესრიგი დაამყარონ და „თბილისი პრაიდი“ არ გაიმართოს.

„ზუსტი დრო და ადგილი ამ სიბილწის, პროპაგანდის, ჩვენი შვილების გარყვნის მცდელობისა ან ჩვენი უძველესი ტრადიციული ქრისტიანული კულტურის შეურაცხყოფის მცდელობისა ჩვენ არ ვიცით. დილას შევიკრიბებით რამდენიმე ათასი ადამიანი, ჯგუფები დაძრულია მთიულეთიდან, ხევიდან, სვანეთიდან, დასავლეთ საქართველოდან, უამრავი ხალხი მოდის თბილისიდან და დაველოდებით ადგილსა და დროს. მინდა, შევახსენო ყველა ჩვენს მომხრეს, ვინც ვერის ბაღში მოვიდა 16 ივნისს, ჩვენი სამოქმედო გეგმა. იქ არ მივდივართ არაფრისთვის, გარდა წესრიგის დამყარებისა. ჩვენ გარდა უამრავი ხალხი მოვა. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ იქნება ცემა-ტყეპა და სისხლისღვრა, ჩვენი ამოცანაა – პოლიციის კორდონი თუ იქნება, გავარღვიოთ და გარყვნილების პროპაგანდისტები იქიდან გავათრიოთ. ვისაც არ გეზარებათ და არ დაგავიწყდებათ, თან იქონიეთ ხელზე შებმული თეთრი ცხვირსახოცები და ასევე ხელზე შებმული ქამრები, რათა ამოვიცნოთ ერთმანეთი და ამ ქამრების მეშვეობით შევძლოთ, გავათრიოთ ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფები.

პ.ს “აიპრესი” ემიჯნება ყოველგვარ ქსენოჰობიურ თუ ჰომოფობიურ განცხადებებს და აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის გავრცელების მიზანია საზოგადოებამ სათანადო შეფასება მისცეს მსგავსი სახის მოძრაობებს და მათ ლიდერებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...