ვასაძე: უცნაურ რამეს ვიზამ ახლა და პრესას მადლობას ვეტყვი, ჩემი შეგონება ისმინეს

“მე უცნაურ რამეს ვიზამ ახლა და პრესას მადლობას ვეტყვი, რაც გაუგონარი რამეა ჩემი მხრიდან, რადგან პრესა და ქართული ჟურნალისტიკა მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ მტრად ქართული ერისა, მაგრამ გუშინ რატომღაც სასწაული მოხდა და პრესამ ჩემი შეგონება ისმინა”,-ასე მიმართა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ თანამოაზრეებს.

“უცნაურს რამეს ვიტყვი, ამ უმძიმესი სამი დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კვირა დღეა, კვირა დღის მადლო გვეწევა ჩვენ ყველას, სრულიად საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ დღეს იყო ყველაზე მძაფრი განსაცდელი ფიზიკურიც და სულიერიც, მე პირადად ყველაზე მძიმედ ვარ დღეს.

არ ვიცი, რითი ავხსნა ეს. შეიძლება პრესას ნაკლებად აინტერესებდეს ერთი პიროვნების აღქმა ან განცდა , მაგრამ მიუხედავად საოცარი ბრძოლისა, საოცარი კულტურისა, საოცარი ვაჟკაცობისა, საოცარი მაგალითისა, რომელიც მთელმა საქართველომ მისცა მთელ მსოფლიოს, როგორ აღუდგეს წინ ცივილიზებულად გარყვნილების ძალადობრივ თავზე მოხვევას, მე მაინც უკიდურესად შეურაცხყოფილი და დაღვრემილი ვარ იმ ფაქტით, რომ გრძელდება ეს ფრონტალური, ენით გამოუთქმელი შეურცხყოფა ჩემი ქვეყნისა.

რაც არ არ უნდა ვაკეთო, ამ განცდას ვერ გავურბივარ. არ მინდა, , რომ თქვენც დაგთრგუნოთ და მოწყენა თქვენც გადმოგცეთ, მაგრამ მინდა, რომ რამდენიმე თეზისი გავაჟღერო იმის გასაგრძელებლად, რასაც დღეს ვამბობდი და გაგაცნოთ ჩვენი დღევანდელი მოქმედების გეგმა და ვეცადო წინასწარ გავცე პასუხი იმ მითქმა-მოთქმას და შეკითხვებს, რომელიც დამისვა პრესამ ჩემი გუშინდელი განცხადების შედეგად.

მე უცნაურ რამეს ვიზამ ახლა და პრესას მადლობას ვეტყვი, რაც გაუგონარი რამეა ჩემი მხრიდან, რადგან პრესა და ქართული ჟურნალისტიკა მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ მტრად ქართული ერისა, მაგრამ გუშინ რატომღაც სასწაული მოხდა და პრესამ ჩემი შეგონება ისმინა და განმეორებითი შეკთხვები იმაზე,რაც უკვე ვთქვი არ დამისვა და მე განცვიფრებული ვიყავი ამით, რადგან პირველად მოვესწარი ეგეთ რაღაცას. მოდი მადლობა ვუთხრათ ამ ხალხს ამისთვის“,-განაცხადა ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად