ვასაძე: თუ უნდათ ძალადობა აიცილონ თავიდან, ბიძინამ უთხრას ამერიკის ელჩს, შედი ბიძია სახლში(ვიდეო)

ასე უპასუხა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მის შესაძლო დაკავებაზე კითხვას.

“გიგა ბოკერიამ და მიშა სააკაშვილმა 330 ათასი კაცი უკანონოდ დააპატიმრეს, დააკავეს? ცოცხები გაყარეს, გაძარცვეს, დედა უტირეს, დააპატიმრეს? თუ პარლამენტში გვიზიან ეხლა?

გიგა ბოკერიამ თქვა( ვიცნობ და არ უნდა ეკადრებინა), რომ ლევანის ადგილი არის საპატიმროშიო. გამეცინა, ჩემი შენ გითხარიო… თუ გიგას რეკომენდაციას ბიძინა გაითვალისწინებს და ნაცვლად იმისა რომ გიგა იხდიდეს სასჯელს სულხან მოლაშვილის წამების და მკვლელობისთვის… თუ ბიძინას უნდა გიგას რეკომენდაცია გაითვალისწინოს და მე დამიჭირონ, ღმერთმა ხელი მოუმართონ, მე არაფრის არ მეშინია.

მე არც კონსტიტუციის ფარგლებიდან გავდივარ, არც ძალადობა მინდა და თუ მართლა უნდათ ძალადობა აიცილონ თავიდან, გამოვიდნენ და უთხრათ ამერიკის ელჩს, შედი ბიძია სახლში…”, -განაცხადა ლევან ვასაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ბიძინამ უნდა უთხრას?

ლევან ვასაძემ განაცხადა: რა თქმა უნდა, ან ბიძინას რომელიმე ცუნგუშამ. და უთხრან ამ პროპაგანდისტებს, რომ ბასტა, მორჩა!

ვასაძე: თუ უნდათ ძალადობა აიცილონ თავიდან, ბიძინამ უთხრას ამერიკის ელჩს, შედი ბიძია სახლში

 

 

ლევან ვასაძე: მე გეუბნები, "თბილისი პრაიდს" ვერ ჩაატარებენ…

Posted by Ipress.ge on კვირა, 16 ივნისი, 2019

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად