ვასაძე:  თუ გინდა NGO-ებმა დაგასაქმოს, უნდა იყო კახპა ან მამათმავალი, აგინებდე ეკლესიას ან ქართველ ხალხს

ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში “კაცების აქციაზე” განაცხადა.

სახელმწიფომ შეაფასოს, გავცდი თუ არა კონსტიტუციას, მე კანონმორჩილი პატრიოტი ვარ, მზად ვარ, ჩემს ქვეყანას შევეწირო, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„აქცია თუ ჩატარდება, იქნება მაინც საჯარო დემონსტრირება გარყვნილების, ჩვენ შევალთ და გავაკეთებთ იმას, რასაც დაგპირდით გუშინ.

ისინი(არასამთავრობო ორგანიზაციები) გრანტებს ჭამენ და ამართლებენ ამ გრანტებს. ეს უნამუსო ხალხია, რომელსაც უნდა, რომ ამ ხალხის ნერვების, სინდისისა და უსაფრთხოების ხარჯზე იცხოვრონ კარგად, ღამ-ღამობით ისეირნონ ღამის კლუბებში და ამაში ფული უხადონ ლიბერალებმა. კახპობა და მამათმავლობა გახადეს მაღალანაზღაურებად პროფესიად ჩვენს ქვეყანაში. დიდი პატრიოტი ვარ და მოყვარული დასავლური კულტურების და არ მიმაჩნია, რომ ეს ამერიკელების ნახელავია, არ მიმაჩნია, რომ ეს ევროპელების ნახელავია. ეს უბრალოდ ვიღაც ჭინკების საქმეა, ვინც ზის იქ, გარკვეული ჯგუფების. მე მიმაჩნია, რომ ეს ხალხი უთხრის ძირს საკუთარ ქვეყანებს. მათ უბრალოდ ეტყობა ამ ღარიბ, ღატაკ და გაუბედურებულ ქვეყანაში არავის დახმარება არ უნდათ გარდა კახპებისა და მამათმავლებისა, არავის დასაქმება არ უნდათ, რადგან ის მილიონები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მოედინება საქართველოში, მიდის იმ საწყალი ბავშვების ჯიბეებში, ეს მათი უბედურებაა, ისე წაუვიდათ ოჯახური ცხოვრება, ისეთ ახალგაზრდა ასაკში მოწამლეს, დაიქირავეს და დაითრიეს, რომ ზოგი გახადეს ჟურნალისტად, ზოგი გახადეს არასამთავრობოს წევრად, ეს არის უბედურზე უბედური ხალხი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ არიან “სვეცკები” და თავისუფლები და ჩვენ ვართ გოიმები და 30 ვერცხლად ყიდიან თავიანთ სამშობლოს. ვიცით, რა დღეში არიან და როგორ იქცევიან. თუ გინდა, რომ დაგასაქმონ, ხელში მიკროფონი მოგცენ და დაგინიშნონ ათასი, 2 ათასი, 3 ათასი ევრო, ერთადერთი რამ გესაჭიროება ამ ქვეყანაში, იყო კახპა ან მამათმავალი, აგინებდე ეკლესიას ან ქართველ ხალხს. ეს რა პროფესიაა, ვერ გავიგე. ასე ავაშენებთ ქვეყანას? ძალიან ბევრ ქართველ ჟურნალისტს ვგულისხმობ. ვინც იცნო თავის თავი ამ აღწერილობაში, იმან იწყინოს“,- განაცხადა ვასაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ლევან ვასაძემ ვერის ბაღში, “თბილისის პრაიდის” საპროტესტო “კაცების აქციაზე” განაცხადა, რომ თბილისის ქუჩებში პატრულირების მიზნით ლეგიონს ქმნიდა. ასევე,  LGBT თემის “ყურის აწევის საზოგადოების” დაფუძნების იდეით გამოვიდა.

მოგვიანებით შსს-მ  გაავრცელა განაცხადება, რომ  უკანონო ფორმირებების შექმნის მოწოდებისთვის ყველა პირი კანონის წინაშე პასუხს აგებს

შეგახსენებთ, დღეს “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თაბაგარმა “აიპრესთან” განაცხადა: უსაფრთხოების გამო, შსს-მ გვითხრა “თბილისი პრაიდი” არ ჩაატაროთო

 

პ.ს. ლევან ვასაძის განცხადებებში არაერთხელ გაჟღერდა განცხადებები, რომელიც სხვადასხვა ჯგუფების მისამართით შეიცავდა სიძულვილის ენას. “აიპრესი” ემიჯნება ყოველგვარ ქსენოჰობიურ თუ ჰომოფობიურ განცხადებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის გავრცელების მიზანია საზოგადოებამ სათანადო შეფასება მისცეს მსგავსი სახის მოძრაობებს და მათ ლიდერებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად