ვასაძე: თუ ბიძინა გიგას რეკომენდაციას გაითვალისწინებს და დამიჭერენ, ღმერთმა ხელი მოუმართოს

თუ პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გაითვალისიწინებს “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას ჩემს დაკავებაზე, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მე არ მეშინია, – ასე უპასუხა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მის შესაძლო დაკავებაზე კითხვას.

“ჩვენი ქისტი ძმები რომ შედგნენ ამ პოლიციელებს, ერთი კაცი დააკავეს?

გიგა ბოკერიამ და მიშა სააკაშვილმა 330 ათასი კაცი უკანონოდ დააპატიმრეს, დააკავეს? ცოცხები გაყარეს, გაძარცვეს, დედა უტირეს, დააპატიმრეს? თუ პარლამენტში გვიზიან ეხლა?

გიგა ბოკერიამ თქვა( ვიცნობ და არ უნდა ეკადრებინა), რომ ლევანის ადგილი არის საპატიმროშიო. გამეცინა, ჩემი შენ გითხარიო… თუ გიგას რეკომენდაციას ბიძინა გაითვალისწინებს და ნაცვლად იმისა რომ გიგა იხდიდეს სასჯელს სულხან მოლაშვილის წამების და მკვლელობისთვის… თუ ბიძინას უნდა გიგას რეკომენდაცია გაითვალისწინოს და მე დამიჭირონ, ღმერთმა ხელი მოუმართონ, მე არაფრის არ მეშინია.

მე არც კონსტიტუციის ფარგლებიდან გავდივარ, არც ძალადობა მინდა”. – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად