ვასაძე: “თბილისი პრაიდი” გადაიქცა “თბილისი ჰაიდად”, ეს არის კუკუ დამალობანა და თავის გაბითურება

“თბილისი პრაიდი” გადაიქცა “თბილისი ჰაიდად”, ეს არის კუკუ დამალობანა და თავის გაბითურება მათი მხრიდან”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ღირსების მარშის გამართვასთან დაკავშირებით განაცხადა. 

“ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე შეუძლებელია ადამიანები ყველგან იყვნენ. რა თქმა შეუძლიათ ვარკეთილში აირბინონ, რამდენიმე ფოტო გადაიღონ და მერე გაიქცნენ. ჩვენ მოვედით აქ, იმისთვის რისთვისაც ვიყავით დილას რუსთაველზე, რისთვისაც ვიყავით ვერის ბაღში, რომ არ დავუშვათ უსირცხვილობის საჯარო ზეიმი და ტაშ-ფანდური”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

შეგახსენებთ, შსს-თან ღირსების მარში გაიმართა, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად