ვასაძე: როდესაც საძულველი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ თითქმის 6 მლნ ვიყავით, ახლა თითქმის 3 მილიონი დავრჩით

ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ აქციაზე განაცხადა, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ და განმარტა, რომ აქციის წევრები შეიკრიბნენ, რათა არ დაუშვან საქართველოში ქართული ტრადიციის შეურაცხყოფის ფაქტი.

“ჩვენი საზოგადოება, რომელიც ებრძოდა მარქსიზმს და ეგონა, რომ გათავისუფლდა ტოტალიტარიზმისგან, სინამდვილეში აღმოჩნდა ტოტალიტარიზმის მეორე იდეოლოგიის საკანში, რომელსაც ლიბერალური ტოტალიტარიზმი ან გლობალური ლიბერალიზმი ჰქვია. ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენი ერის საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვიხაროდა და გვიხარია მარქსიზმის დანგრევა, სულ უფრო და უფრო ცუდად მიდის. როდესაც საძულველი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ თითქმის 6 მილიონი ვიყავით , ეხლა თითქმის 3 მილიონი დავრჩით.

თუ ჩვენს მიერ საძულველი საბჭოთა იმპერიის დანგრევის ჟამს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 1 %-ზე ნაკლები ცხოვრობდა, ახლა არც კი ვიცით რამდენი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, თუმცა მე ვრჩები აბსოლუტურად ანტისაბჭოთა და ანტიმარქსისტულ ეროვნულ ადმიანებმად. ის კატასტროფა, რაც ჩვენ გვჭირს ბოლო 30 წლის განმავლობაში, არის მიზანმიმართული იდეოლოგიური მუშაობის შედეგი. ამ იდეოლოგიის მიზანია, აქციოს საქართვეო პლაცდარმად ერთმანეთში მეომარ იმპერიებს შორის ბრძოლისათვის და ამ მიზნით ჩვენს ერს უნდა დააკარგვინონ ეროვნულობა, იდენტობა, ტრადიცია და პატივისცემა საკუთარი სასულიერო ღერძისა

. ამისთვისაა, რაც კეთდება ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში, სრულიად უკონტროლი, აღვირახსნილი აბორტების, პორნოგრაფიის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკების პოლიტიკა, რომელიც შეუქცევლად ანადგურებს ჩვენს ერს. სანამ დღევანდელი დღე დაბნელდება, ქართველები დაახლოებით 150 კაცით მეტს დავასაფლავებთ, ვიდრე დავბადებთ. ასე ვართ ყოვლდღე. მათ შორისაც ვინც დაიბადება, ღმერთმა მისცეს გამრავლება, ბედნიერება და ჯანმრთელობა, ვნახავთ, რომ თითქმის ნახევარი ქართველები აღარ არიან“, – აცხადებს ლევან ვასაძე.

ცნობისათვის: საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია.

ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჩვენების ჩაშლას გეგმავენ, როგორც საპატრიარქოს ნაწილი, ისე “ქართული მარშის” წარმომადგენლები, რომლებიც აანონსებენ, რომ ამ ფილმის ჩვენებას ყველა კინოთეატრში ჩაშლიან.

ასევე, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა:  გავწევთ პოლიციელებს, მაინც შევალთ კინოთეატრებში და ვთიშავთ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას.

საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო, ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ასევე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფილმ And then we danced-ის პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ყველა ადამიანს მოუწოდებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფილმის ჩვენების ხელის შეშლისგან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად