ვასაძე: ფილმი And then we danced ჩვენს ეროვნულობასა და სახელმწიფოებრიობას ანადგურებს

აბორტების, პორნოგრაფიის, კაზინოების, ნარკოტიკების პოლიტიკა შეუქცევლად ანადგურებს ჩვენს ერს,-ამის შესახებ საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა. მისი შეფასებით, ფილმი And then we danced ეროვნულობასა და სახელმწიფოებრიობას ანადგურებს.

“აბორტების, პორნოგრაფიის, კაზინოების, ნარკოტიკების პოლიტიკა შეუქცევლად ანადგურებს ჩვენს ერს. სანამ დღევანდელი დღე დაბნელდება, ქართველები ისევ დაახლოებით 150 კაცით მეტს დავასაფლავებთ, ვიდრე დავბადებთ. ასევ ვართ ყოველდღე ამდენი წელია.

ჩვენი ერი, რომელიც უმაღლესი კულტურისა და ცივილიზაციის მატარებლია, ფსკერზეა დაცემული. განადგურებულია განათლებისა დცა მეცნიერების სისტემა, თითოეული ჩვენთაგანის ოჯახის წევრებს, მეც მათ შორის, გვიწევს უცხოეთში წასვლა, რომ სანათესაო ვარჩინოთ.

ეს ფილმი (And then we danced-“და ჩვენ ვიცეკვეთ”-“აიპრესი”) ნაწილი, უფრო სწორედ “გვირგვინია” იმის, რაც  ჩვენს ეროვნულობას და სახელმწიფოებრიობასა ანადგურებს”,-განაცხადა ლევან ვასაძემ.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვერის ბაღში ბრიფინგს მართავს, სადაც მხარდამჭერებთან ერთად, ვერის ბაღში ფილმ And then we danced – ის კინოჩვენებას აპროტესტებს.

ქართულ-შვედური ფილმის სახელწოდებით – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება თბილისისა და ბათუმის 6-ს კინოთეატრში ერთდროულად იგეგმება.

საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია. ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად