ვასაძე: მოვახდენთ თვითორგანიზებას სახალხო რაზმებად, რაზმების სტრუქტურა იქნება იერარქიული

ჩვენ მოვახდენთ დღეს თვითორგანიზებას სახალხო რაზმებად. ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული, ერთმანეთზე აწყობილი და დაქვემდებარებული, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც მისი ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ შეხვედრა მიმდინარეობს.

„ჩვენ არ შევკრებილვართ მიტინგობისთვის, სკანდირებისთვის. ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ მოვახდენთ დღეს თვითორგანიზებას სახალხო რაზმებად. ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი იერარქიული და ერთმანეთზე აწყობილი და დაქვემდებარებული. გვეყოლება ათეულები ათისთავებით. ეს ათეულები შეიკრიბებიან ათ-ათი ასეულებად, ასისთავებად. და ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი, წყნარი და აუღელვებელი. ყველას, ვისაც უნდა იგინოს, იფურთხოს, იბილწსიტყვაოს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახით პროვოკაცია, წავიდეს აქედან, მისი ადგილი აქ არ არის“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძის განცხადებებში არაერთხელ გაჟღერდა განცხადებები, რომელიც სხვადასხვა ჯგუფების მისამართით შეიცავდა სიძულვილის ენას. “აიპრესი” ემიჯნება ყოველგვარ ქსენოჰობიურ თუ ჰომოფობიურ განცხადებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის გავრცელების მიზანია საზოგადოებამ სათანადო შეფასება მისცეს მსგავსი სახის მოძრაობებს და მათ ლიდერებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად