ვასაძე მხარდამჭერებს: თუ ქალაჩუნა კაცი შეგაფურთხებთ, ნუ დაარტყამთ, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ!

“თუ ქალაჩუნა კაცი შეგაფურთხებთ, ნუ დაარტყამთ, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ!”,– ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც მისი ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ შეხვედრა გაიმართა.

„სადაც ისინი იქნებიან, გემუდარებით და გევედრებით, თუ ქალაჩუნა კაცი შეგაფურთხებთ, შეგაგინებთ და წიკვინით სახეს ჩამოგფხაჭნით, ნუ დაარტამთ მათ ხელს, ეს მისი საქმეა. ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ ეს. დოდო აბაშიძე, გენიალური მსახიობი, როდესაც დაინახავდა უზრდელობას ვერაზე ან რუსთაველზე, ყურს უწევდა ხოლმე. მოდით, დავაფუძნოთ დოდო აბაშიძის სახელობის ყურის ამწევთა საზოგადოება და ვაკმაროთ მას ეს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძის განცხადებებში არაერთხელ გაჟღერდა განცხადებები, რომელიც სხვადასხვა ჯგუფების მისამართით შეიცავდა სიძულვილის ენას. “აიპრესი” ემიჯნება ყოველგვარ ქსენოჰობიურ თუ ჰომოფობიურ განცხადებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის გავრცელების მიზანია საზოგადოებამ სათანადო შეფასება მისცეს მსგავსი სახის მოძრაობებს და მათ ლიდერებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...