ვასაძე: ხვალინდელი პრაიდი არ შედგება! ხელზე ცხვირსახოც და ქამრებდახვეულები მოდით! (ვიდეო)

ე.წ. პრაიდის თარიღი გაცხადებულია და რა თქმა უნდა, ეს პრაიდი არ შედგება, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ 10:00 საათზე ვერის ბაღში შეიკრიბებიან, რათა წესრიგი დაამყარონ და

„თბილისი პრაიდი“ არ გაიმართოს. „ზუსტი დრო და ადგილი ამ სიბილწის, პროპაგანდის, ჩვენი შვილების გარყვნის მცდელობისა ან ჩვენი უძველესი ტრადიციული ქრისტიანული კულტურის შეურაცხყოფის მცდელობისა ჩვენ არ ვიცით. დილას შევიკრიბებით რამდენიმე ათასი ადამიანი, ჯგუფები დაძრულია მთიულეთიდან, ხევიდან, სვანეთიდან, დასავლეთ საქართველოდან, უამრავი ხალხი მოდის თბილისიდან და დაველოდებით ადგილსა და დროს. მინდა, შევახსენო ყველა ჩვენს მომხრეს, ვინც ვერის ბაღში მოვიდა 16 ივნისს, ჩვენი სამოქმედო გეგმა. იქ არ მივდივართ არაფრისთვის, გარდა წესრიგის დამყარებისა. ჩვენ გარდა უამრავი ხალხი მოვა. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ იქნება ცემა-ტყეპა და სისხლისღვრა, ჩვენი ამოცანაა – პოლიციის კორდონი თუ იქნება, გავარღვიოთ და გარყვნილების პროპაგანდისტები იქიდან გავათრიოთ. ვისაც არ გეზარებათ და არ დაგავიწყდებათ, თან იქონიეთ ხელზე შებმული თეთრი ცხვირსახოცები და ასევე ხელზე შებმული ქამრები, რათა ამოვიცნოთ ერთმანეთი და ამ ქამრების მეშვეობით შევძლოთ, გავათრიოთ ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფები.

მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ კომბლები სხვენში გვიდევს. რადგანაც შსს-მ გამოაცხადა, რომ ვერ დაიცავს პრაიდს და მოუწოდა მათ, რომ ე.წ. პრაიდი არ ჩატარებულიყო, ვისაუბრეთ ამის შესახებ, ჩვენ ვთქვით, რომ მამაკაცები იქ მივალთ შიშველი ხელებით. ღმერთმა ნუ ქნას და შსს თუ გადაწყვეტს, დაგვჩაგროს და დაიცვას ეს უბედურება, მაშინ ვისაც როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. აქვე მინდა გავემიჯნო ყველა იმ პროვოკაციას, რომელიც ვიცით, იგეგმება. იქ აპირებენ იარაღის მოტანას, იქ იქნება ათასგვარი პროვოკაციები, ჩვენ, ვერის ბაღის საზოგადოება ვემიჯნებით ყოველგვარ მკვლელობას, სროლას, დანას, ძალადობას“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების ინფორმაციით, ხვალ ღირსების მარში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ ფეისბუქგვერდზე გავრეცლდა.

იქბენა თუ არა ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მირებულ განსაკუთრებული უსაფრთოხების ზომები, “აიპრესი” უწყებას დაუკავშირდა, საიდანაც ამ დრომდე ველოდებით პასუხს.

პ.ს  “აიპრესი” ემიჯნება ყოველგვარ ქსენოჰობიურ თუ ჰომოფობიურ განცხადებებს  და აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის გავრცელების მიზანია საზოგადოებამ სათანადო შეფასება მისცეს მსგავსი სახის მოძრაობებს და მათ ლიდერებს.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად