ვასაძე ივანიშვილს: თუ ვერ აუქმებ ფილმ And then we danced-ს, მოდი ვერის ბაღში

ასე მიმართა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ვერის ბაღში, სადაც მხარდამჭერებთან ერთად ფილმ And then we danced – ის კინო ჩვენებას აპროტესტებს

” მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ვუთხრა. თუ შენ მართლა გინდა, გეშინია ან ვერ აუქმებ ამ ფილმს მაშინ მოდი და დაგვიდექი ვერის ბაღში ჩვენს გვერით. გელოდებით აქ, ქართველი ხალხი, გამოხატე შენი ეროვნული პოზიცია ამ სიბინძურის წინააღმდეგ. წამოიყვანე პრემიერი და თავდაცვის მინისტრი “-ამბობს ვასაძე.

ლევან ვასაძე ვერის ბაღში ბრიფინგს მართავს სადაც მხარდამჭერებთან ერთად ვერის ბაღში ფილმ And then we danced – ის კინო ჩვენებას აპროტესტებს

მათ ადგილზე დაამონტაჟეს ხმის აპარატურა, რომლითაც ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები მიმართავენ მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

ცნობისათვის: საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია.

ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჩვენების ჩაშლას გეგმავენ, როგორც საპატრიარქოს ნაწილი, ისე “ქართული მარშის” წარმომადგენლები, რომლებიც აანონსებენ, რომ ამ ფილმის ჩვენებას ყველა კინოთეატრში ჩაშლიან.

ასევე, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა:  გავწევთ პოლიციელებს, მაინც შევალთ კინოთეატრებში და ვთიშავთ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას.

საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო, ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ასევე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფილმ And then we danced-ის პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ყველა ადამიანს მოუწოდებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფილმის ჩვენების ხელის შეშლისგან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად