ვასაძე ივანიშვილს: შექმენით რეგულატორი, რომელიც რელიგიური შეურაცხყოფისთვის მედიას დასჯის (ვიდეო)

ბიზნესმენი ლევან ვასაძე პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თვამჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მეიდია რეგულაციიების შემორების ინიციატივით მიმართავს.

“მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს მთავრობას. უნდა შეიქმნას სასწრაფოდ რეგულატორი, რომელიც დასჯის ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ.

ვერანაირ ეკონომიკას და სტაბილურობას, ასეთი ფარღალალო, უპატრონო მედია პოლიტიკის პირობებში ვერ შექმნით. აქედან წამოგითაქებენ და ლამის გადმოგიყირავებენ სახელმწიფოს ერთი ჩვეულებრივი მედია პროვოკაციის მეშვეობით და გაზარალებენ კიდევ სამ მილიარდს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...