ვასაძე ივანიშვილს: რახან ასე გინდა სამუდამოდ დარჩე მმართველად, გამოდი შენი შუშის სასახლიდან და დაეხმარე ხალხს

რახან ასე გინდა სამუდამოდ დარჩე ამ ჩვენი გაუბედურებული ქვეყნის მმართველად ბიძინა, ხარ ვალდებული, გამოხვიდე შენი შუშის სასახლიდან და დაეხმარო ხალხს, – ამის შესახებ ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილისადმი ტელემიმართვაში აცხადებს, რომელსაც თავის Facebook-ზე ავრცელებს.

“შენ, რახან ასე გინდა სამუდამოდ დარჩე ამ ჩვენი გაუბედურებული ქვეყნის მმართველად ბიძინა, ხარ ვალდებული, გამოხვიდე შენი შუშის სასახლიდან და დაეხმარო ხალხს. აღუდგე წინ ამ ტყვეთა სყიდვის ახალ ფორმას. როდესაც შენ ხალხმა აგირჩია, შენი მოვალეობაა, ეს ხალხი ამ უცხოური პოლიტიკისაგან დაიცვა და არ იყო მაგ უცხოური ქართველთმოძულე პოლიტიკის ყურმოჭრილი მონა, ვაიდა ფული არ დამიბლოკონ უცხოურ ბანკებშიო“, – აცხადებს ლევან ვასაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად