ვასაძე ივანიშვილს: იმის გამო, რომ შენი და სააკაშვილის პოლიტიკის დროს გავირყვენით და ამდენ აბორტს ვიკეთებთ, აღარ ვმრავლდებით

იმის გამო, რომ შენი და სააკაშვილის პოლიტიკის დროს გავირყვენით და ამდენ აბორტს ვიკეთებთ, აღარ ვმრავლდებით, – ამის შესახებ ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილისადმი ტელემიმართვაში აცხადებს, რომელსაც თავის Facebook-ზე ავრცელებს.

“ჩვენ, იმის გამო, რომ შენი და სააკაშვილის 18 წლიანი პოლიტიკის დროს გავირყვენით და ამდენ აბორტს ვიკეთებთ და ჩავიხრჩვეთ ნარკოტიკებში და ამდენ ოჯახს ვანგრევთ, აღარ ვმრავლდებით. და რაც ასევე საშინელებაა, ვბერდებით ერი, როგორც დემოგრაფიულად, მოხუცები სულ უფრო და უფრო მეტი გვყავს პროპორციულად და ახალგაზრდები სულ უფრო ნაკლები”, – ახადებს ლევან ვასაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად