ვასაძე ივანიშვილს: ახლა მიათრევ პარლამენტში ათამდე პანჭი-პუნჭა პარტიას ამ “ნაცების” ნარჩენების ჩათვლით

მე არც კი ვიცი, რომელი უფრო მეტი დანაშაულია, ნაცების მიერ ხალხის წამება თუ შენი რეჟიმის მიერ ნაცებთან გარიგება და მათი თეატრალურად ლანძღვა და მათი მოსამართლეების და მათი მძარცველ-მწამებლების სამსახურებში დაწინაურება, – ამის შესახებ ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილისადმი ტელემიმართვაში აცხადებს, რომელსაც თავის Facebook-ზე ავრცელებს.

“სიმართლე გითხრა, მე არც კი ვიცი, რომელი უფრო მეტი დანაშაულია, ნაცების მიერ ხალხის წამება თუ შენი რეჟიმის მიერ ნაცებთან გარიგება და მათი თეატრალურად ლანძღვა და მათი მოსამართლეების და მათი მძარცველ-მწამებლების სამსახურებში დაწინაურება. ახლა მიათრევ პარლამენტში ათამდე პანჭი-პუნჭა პარტიას ამ ნაცების ნარჩენების ჩათვლით, რომლებსაც მართავ შენთვითონ შენი ფულით და ხარობ მათი დაქსაქსულობით.

რაში ჩანს? იმაში, რომ ნაცს, სოროსს, ლიბერალების გარდა, რომლებსაც ეგ როლი აქვთ კოჰაბიტაციიდან მოყოლებული, შენ პირადად არავინ არ გაკრიტიკებს. ვითომ ეროვნულობის სიმულაკრებს აფინანსებ, სოროსიდან ხელფასს უხდი, რომლებიც ხან ჩვენ გვაქებენ, ხან ეკლესიას აგინებენ და ქუსლებდასაჭრელ ქვეწარმავლებს ეძახიან, პატრიოტებს აფინანსებ, რომლებიც არც ანტიდისკრიმინაციულ კანონს აუქმებენ, არ გარყვნილების აღლუმის წინააღმდეგ იღებენ ხმას ხალხის მხარდასაჭერად, სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ თუ არ ჩავთვლით ირმა ინაშვილის ჯიგრულ და უშიშარ საქციელს იმ დღეებში და არც პირადად შენზე ძრავენ საერთოდ კრინტს”, – აცხადებს ლევან ვასაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად