ვასაძე: ღობესთან მირბენა და შარვლის ჩახდა არ მიმაჩნია ოკუპაციასთან ბრძოლად

ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ “თბილისი პრაიდის” მიერ ორგანიზებული “ღირსების მარშის” საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომელიც ვერის ბაღში მისი ორგანიზებით ჩატარდა.

“რატომღაც ამბობენ, რომ ჩვენ ვართ გაჩუმებულები და არ ვაპროტესტებთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას აფხაზეთსა და ცხინვალში. არ ვაპროტესტებ კი არა, მთელი ჩემი ცხოვრება, ყოველი დღე ჩემი საქმიანობისა საქართველოშიც, დასავლეთის ქვეყნებშიც და რუსეთშიც ამ პრობლემასთან ვებრძვი.

უბრალოდ, მე არ მიმაჩნია ძმებო, რომ ღობესთან მირბენა და შარვლის ჩახდა არის ამ პრობლემასთან ბრძოლა”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად