ვასაძე: გავწევთ პოლიციელებს, მაინც შევალთ კინოთეატრებში და ვთიშავთ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას (ვიდეო)

საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია. ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და “ქართული მარში” კინოჩვენების ჩაშლით იმუქრება.

“ჩვენ შევალთ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. თუ ჩვენ იქ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში.

მოვუწოდებთ ჩვენ საამაყო პოლიციელებს, არ წავიდნენ ერის ტრადიციის წინააღმდეგ და არ დაიცვან ქვეყნის გარყვნა. წინააღმდეგ შემთვევაში ისინი შეარცხვენენ საკუთარ გვარებსა და ოჯახებს და იძალადებენ საკუთარ ხალხზე და ტრადიციაზე. არავითარი კომბალი, უბრალოდ, შიშველი ხელებით შევდივართ კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს. შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას”, – ამბობს ლევან ვასაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად